გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი იდეათეკა საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში გაიხსნა

21-10-2022

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე მე-13 იდეათეკა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში გახსნა.

 

ამიერიდან უდაბნოს საჯარო სკოლის 125 მოსწავლეს  ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებითა და  სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსით.

 

პროექტის მიზანია,ხელი შეუწყოს არაფორმალური და ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. ასევე, გაზარდოს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა დაწიგნიერება, მოახდინოს კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივაცია დაშექმნას ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემო.

 

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება. ჩვენი მიზანია, პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში, მინიმუმ ერთ საზღვრისპირა სოფელში მოეწყოს მრავალფუნქციური სივრცე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მოგვეცა ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა და კახეთის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში გავხსენითიდეათეკა, სადაც მოსწავლეებს ვაძლევთარაფორმალური განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობას. შემოდგომაზე კახეთის კიდევ 3 საზღვრისპირა საჯარო სკოლაში ვგეგმავთ იდეათეკის გახსნას. ამ დროის განმავლობაში უკვე 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. იდეათეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო ადამიანებთან. პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეების მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების აქტიურ რეჟიმში განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა განათლების მხარდასაჭერად „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ბანკის მხარდაჭერით იდეათეკები 6 სხვადასხვა რეგიონის 13 საჯარო სკოლაში უკვე გაიხსნა. ესენია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები, დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლები. სულ მალე ამ ჩამონათვალს კახეთის 3 საზღვრისპირა სოფელი, ერისიმედი, ლამბალო და საბათლო შეემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930