გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსი ანალიტიკოსი: საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ დაუშვებს

13-07-2018

რუსეთის სტრატეგიული შეფასებების ინსტიტუტის პრეზიდენტის, პოლიტოლოგ ალექსანდრე კონოვალოვის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ დაუშვებს.


მისივე თქმით, სანამ საქართველო ნატოსაგან ფორმალურ შეთავაზებას მიიღებს, თბილისი არსებული პრობლემის მოსაგვარებლად რაღაც პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს.


"დარწმუნებული ვარ, თომ საქართველო შეეცდება მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარებას. შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდეს, მაგრამ რაღაც „საგზაო რუკა“, ალბათ, იქნება, რომელიც აწყობს როგორც კონფლიქტის მხარეებს, ასევე დასავლეთსაც.


ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინა საქართველოს ვერ შეედრება, ეს არაკორექტული იქნება. საქართველო შეიძლება შევადაროთ ჩერნოგორიას იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს მსგავსი პატარა ქვეყნების მიღება დღეს მაინცდამაინც აღარ აღელვებს. უკრაინა სხვა საქმეა. რუსეთს და უკრაინას იმდენი რამ აკავშირებთ, რომ რუსეთისათვის კიევის ნატოში გაწევრიანებას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ არსებობს აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი, დონბასი, ოდესა.... ნატომ რომ ეს ტერიტორიები გააკონტროლოს, ამ მიმართებით რუსეთის პასუხი მკვეთრად უარყოფითი იქნება.


საქართველო და ჩერნოგორია რუსეთისათვის შედარებით უფრო ნაკლებადმნიშვნელოვანი ქვეყნებია, ვიდრე უკრაინა. თბილისისგან და პოდგორიცასაგან მოსკოვს არაფერი ემუქრება, მაგრამ უკრაინას რაც შეეხება, რუსეთი არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა ნატოს პლაცდარმად გადაიქცეს"-აცხადებს ექსპერტი.



p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NEWSPRESS.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930