სიმონ მასხარაშვილი: თვითმარქვია არისტოვიჩი, ბრაუნ-არახამია და მსგავსი არსებები ბანალური პარაზიტები არიან, რომლებსაც მავნებლობის მეტი არაფერი ხელეწიფებათ
22-10-2022
ქართველებსა და უკრაინელებს შორის შუღლის გაღვივების მოსურნე პუტინის მონაა! - ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვინც საქართველოში არეულობას ცდილობს, ის საქართველოს მტერია!
“1.ქართველებსა და უკრაინელებს შორის შუღლის გაღვივების მოსურნე პუტინის მონაა!
- მატრაკვეცა და თვითმარქვია ”უკრაინელები” არისტოვიჩი , ბრაუნ-არახამია და მსგავსი არსებები ბანალური პარაზიტები არიან, რომლებსაც მავნებლობის მეტი არაფერი ხელეწიფებათ.
- დღეს საქართველოსთვის გამარჯვებისა და გამთლიანების მომტანი ერთადერთი გზა მშვიდობის შენარჩუნებაა, ვინც საქართველოში არეულობას ცდილობს, ის საქართველოს მტერია!”- წერს მასხარაშვილი.