გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში

13-07-2018

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ლომაიას კითხვას უპასუხა - თუ რატომ მოიხადა მან ბოდიში, კლუბში სპეციალური საპოლიციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ ეს ღონისძიება წარმატებული იყო.


„ეს იყო სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, ეფექტური და წარმატებული, რომლის დროსაც 8 ნარკორეალიზატორი იყო დაკავებული, მათი გარკვეული ნაწილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ჩვენებებს იძლევიან. მე მათ წინაშე ბოდიში არ მომიხდია, არც ვაპირებ და არც არასდროს არ მოვიხდი. უბრალოდ, ამ სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში, ჩვენ მოგვიწია ჩვენი მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის და მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში და იქვე აღვნიშნე, რომ ვერასდროს და ვერავინ პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერანაირად შეზღუდავს, ვერც დროში და ვერც გეოგრაფიაში, თუ ჩვენ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს რისკი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის“-განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031