გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა

26-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და UNEP-ს შორისთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მინისტრმა ქვეყანაში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა-გავრცელების პროექტის განხორციელების პროცესშიUNEP-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა.


გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულმა კოორდინატორმა, EU4Environment პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების (SPP) მიდგომებისა და დებულებების დანერგვისპროცესში, საზოგადოების ჩართულობისადა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთანავე, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, ქვეყანაში ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2022-2026) იმპლემენტაციის პროცესშიგამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემო გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30