გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

26-10-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის ელჩს, კირსტი ნარინენს და ახალ თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ფინეთის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.


„მინისტრმა პოლკოვნიკ ჰარრი პალდანიუსს თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930