გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - “განაწილებას” შესთავაზებს

26-10-2022

თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ, ინოვაციურ სერვის განაწილებას შესთავაზებს. პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე ფუნქციონირებს, როგორც BNPL-Buy Now, Pay Later (შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით). თიბისის განაწილებით მომხმარებლებს შეეძლებათ ყიდვა ახლა, გადახდა - მოგვიანებით.


განაწილებით სარგებლობა ძალიან მალე იქნება შესაძლებელი. ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ ნივთი დღეს, გაყონ მისი ღირებულება 4 ტოლ ნაწილად, შეადგინონ გადახდის გრაფიკი 4 თვეზე განაწილებით და გადაიხადონ ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.

რატომ თიბისი განაწილება და რა იქნება მისი უპირატესობები:

  • ეფექტური 0 % (არ მოიცავს არანაირ დამატებით საკომისიოს) - იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს პროდუქტი
  • წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი
  • ავტომატიზირებული პროცესი
  • წრაფი და მარტივი პროცესი ციფრული არხებით, ფილიალში მიუსვლელად

 

როგორ იქნება შესაძლებელი თიბისი განაწილების გამოყენება:

  • თიბისი განაწილებით სარგებლობა ციფრულ ბანკში QR-ის დასკანერებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ტერმინალზე გამოჩნდება მოთხოვნის შემთხვევაში
  • QR-ის დასკანერების შემდეგ, ციფრულ ბანკში გამოჩნდება განაწილების ძირითადი პირობები და გადახდის გრაფიკი
  • განაწილების პირობების გაცნობისა და ხელშეკრულების დადასტურების შემდეგ, სასურველი პროდუქტი უკვე შენია
  • პირველ ეტაპზე პროდუქტით სარგებლობა შეეძლებათ 18 წელს ზემოთ მყოფ პირებს, ვისაც წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი აქვთ

პროდუქტს ძალიან მალე დაემატება ლიმიტის მოთხოვნის ფუნქციონალი ციფრულ ბანკში და უკვე გადახდილი ტრანზაქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობა.


„თიბისი უკვე 30 წელია ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე. ახალი პროდუქტი - განაწილება - სრულ თანხვედრაშია ამ მიზანთან და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლებზე.  მისი მეშვეობით შესაძლებელია, შეიძინო ნივთი აქ და ახლა და გადაიხადო საფასური განაწილებით. არსებული მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში შეუძლიათ. ჩვენი პარტნიორი მაღაზიების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რათა კიდევ უფრო მარტივი გახდეს თიბისის მომხმარებლების ყოველდღიურობა,“ - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.


30 წლის მანძილზე თიბისი მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და დამფინანსებელი გახდა, რომელიც სხვადასხვა პროცესების დაჩქარებასა და გამარტივებას ემსახურება. თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მისიის შესაბამისად შეიქმნა ახალი პროდუქტი განაწილება, რომელიც კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს ხდის სასურველი პროდუქტების შეძენასა და საფასურის გადახდას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930