გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

26-10-2022

„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და საერთო აქტივობები დავგეგმეთ ორ ქვეყანას  შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებების კიდევ უფრო განვითარებისთვის, მათ შორის არის ტურიზმი და პირდაპირი ავიარეისების სტიმულირება" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან,  ნინა ვასკუნლატისთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 


მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს ინვესტიციების, ტურიზმის, ავიამიმოსვლის, ინოვაციებისა და ეკონომიკის სხვა მნიშვნელოვანი დარგების განვითარების დიდი პოტენციალი. 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის მზაობას იმისთვის, რომ გაღრმავდეს და გაფართოვდეს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები. მარიამ ქვრივიშვილმა ფინეთის დელეგაციას დეტალურად გააცნო საქართველოს ბიზნესგარემო, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ის რეფორმები, რომლითაც საქართველო მრავალი წელია საინვესტიციო მიმზიდველობას აქტიურად ინარჩუნებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930