გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში 250 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობზე სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

13-07-2018

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში 250 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა თავიდან სრულად იქნა აცილებული.


კონკრეტულად, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა, რის შემდეგაც 21:30 საათიდან ღამის 01:00 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, გასროლილ იქნა რამდენიმე ათეული რაკეტა.


აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031