27-10-2022
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში, ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს, ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრს მუშაობს და უნგრეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, ეხება ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებას და მისი წევრობის სურვილს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში. ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, ვიტყოდი, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უპატივცემულობა იყო. ქართული ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით",- აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
16-11-2024
16-11-2024