27-10-2022
შენ თუ არ შემოდიხარ ომში, სააკაშვილი შემოვა ომში და ამიტომ უნდა შეიცვალოს, ჩვენ აქ ვართ და ამ შეცვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ არის ეს მხოლოდ დანილოვის განცხადება, ზელენსკის მხრიდანაც მოგვისმენია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, "ლელოს" არცერთი ნაბიჯი და განცხადება არ სცილდება იმ მთავარ მიმართულებას, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია.
მისივე თქმით, პირდაპირ რომ ეკითხები, არის თუ არა დანილოვის განცხადება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, ერთი თქვან, რომ არის.
„ამბობენ, ჩვენ რატომ გვეძახიან სატელიტებს, დამისახელეთ ერთი მოქმედება, ან ერთი განცხადება, ან ერთი ნაბიჯი, რომელიც სცილდება იმ ტრენდს და იმ მთავარ მიმართულებას, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, ფიცი იყო როდესაც ისინი შევიდნენ ამ (შარლ მიშელის) მოლაპარაკებაში და ხელი მოაწერეს, მაგრამ ერთხელ მაინც ეთქვათ, რომ „ნაცმოძრაობის“ არშემოსვლა არის ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, ან „ქართული ოცნება“ რომ გავიდა, 100 დღე ელოდებოდა „ნაცმოძრაობას“, ერთი ფაქტი მაინც აღნიშნე, ან პირდაპირ რომ ეკითხები რაღაც საკითხთან დაკავშირებით არის თუ არა დანილოვის განცხადება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, ერთი თქვი, რომ არის. მათი პოზიციაა - რა მოხდა, ანერვიულებულია კაცი, ანერვიულებული კაცი გამოვიდა და საქართველოს ინტერესებს კი დაგიდევს, როგორ არა, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.
კაცი გეუბნება უნდა შემოვიდე შენ თუ არ შემოდიხარ ომში, სააკაშვილი შემოვა ომში, ამიტომ უნდა შეიცვალოს და ჩვენ აქ ვართ და ამ შეცვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ არის ეს დანილოვის განცხადება მხოლოდ, ზელენსკის მხრიდანაც მოგვისმენია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გუშინ მიღებული დადგენილება, მთავრობის სხდომაზე, არის კოჭის გაგორება.
მილიარდ რვაასი მილიონი აქვს საქართველოს ხელისუფლებას დახარჯული იმ უკრაინელების დასახმარებლად, რომელიც ამ ვითარებაში აღმოჩნდნენ და უშველებელი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი და მითხარით ერთი რომელმა გაბედა ჩვენნაირად, ოპოზიციას ვგულისხმობ, რომ ეთქვა 2008 წელში, რომ ჰააგის ტრიბუნალში უნდა ვუჩივლოთ რუსეთს. ერთი იყო მხოლოდ მცდელობა, ისიც უკან გადმოუგდეს. იმიტომ, რომ არასრულფასოვანი ხინჯიანი დოკუმენტები შეიტანეს. ვინ მოიგო სტრასბურგის სასამართლო? ან ახლა, ჩვენ ვუჩივლეთ რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში. რატომ ერთი, „ლელო“ იქნება თუ აღმაშენებელი, მეტ ობიექტურობას არ ვითხოვ, ფაქტს ვამბობ, რატომ ვიხილავთ ჩვენ ლეიბორისტული პარტიის ეზოში შეკრებილ ადამიანებს ერთ გუნდად“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
16-11-2024
16-11-2024