გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან; ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე

27-10-2022

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს. 


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული  ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკასა და კავშირების გაღრმავების აუცილებლობას. 


„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ  საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული  ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების  შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის,"- აღნიშნულია „ტვიტში".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031