გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით

14-07-2018

შემოდგომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მივიღებთ, რომლის მიხედვით, ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება - უშიშროების საბჭოს სახით, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამას აცნობს. 

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე. 

“არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების, მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკურ ძალებთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და რა თქმა უნდა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ ძალიან კარგი პოტენციალი გვაქვს. ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება. ჩვენს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს განსაზღვრული მშპ-ს 2%-ს ოდენობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ნდობის მისაღებად სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ აცნობს. 

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას იხილავს, რომელიც მამუკა ბახტაძემ წარადგინა. 



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031