გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატები ჩამოყალიბდება

14-07-2018

საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, უკვე მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები და უახლოეს მომავალში საკონსულტაციოდ იქნება წარდგენილი.

“ვერც ერთ ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება ეფექტი, თუ ეს ძირეული რეფორმა არ განვახორციელეთ. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რაც შეიძლება მოკლე დრო იხარჯებოდეს მსგავსი ტიპის დავებზე. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ დავები ბიზნეს სუბიექტებს შორის, მე მხედველობაში მაქვს დავები საგადასახადო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამ წუთებში პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031