გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, აქედან გამოდინარე, ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა

14-07-2018

საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, აქედან გამოდინარე, ანაკლიის პორტს აქვს ძლიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

„საქართველოს აქვს ისეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რომელიც ჩვენ გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობებს, მაგრამ ბუნებრივია, ამ უპირატესობებს სჭირდება გამოყენება. იზრდება გამოწვევები, იზრდება კონკურენციები დერეფნებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს ოპოზიციას, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. აქედან გამოდინარე, ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. საქართველოს მთავრობას აქვს შესაბამისი ვალდებულებები აღებული. ამ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ და მაქსიმალურად მივეხმარებით კონსორციუმს, რომ მოხდეს ამ პროექტის დროული რეალიზაცია. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ლოგისტიკური ბიზნესი არის საკმოდ კომპლექსური, ცალკე კომპონენტების განვითარება არის მნიშვცნელოვანი, მაგრამ ის ჩვენ შედეგს ვერ მოგვცემს, თუ არ იქნა ეს საერთო სტრატეგიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, სხვა ლოგისტიკური სერვისების განვითარება იქნება ძლიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის. იცით, რომ ნაწილი ამ ინიციატივის უკვე წარმოდგენილია ქუთაისსა და თბილისში შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებისათვის. ამ ინიციატივებს აუცილებლად დაემატება სხვა იდეებიც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 




ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031