გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: აუცილებელია, უმოკლეს ვადებში ტყის საფარის აღდგენის პროცესი დავიწყოთ

14-07-2018

უმოკლეს ვადებში უნდა დავიწყოთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ტყის საფარის აღდგენაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობა გაგრძელდება. 


„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ბევრი საინტერესო ინიციატივა გვაქვს და ამ ინიციატივებს აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ. დაინერგება გამჭვირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა. საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზევე შეფასდება დაგეგმილი საქმიანობის მიზანშეწონილობა, რაც ინვესტორს ფუჭი საინვესტიციო დანახარჯებისგან დაიცავს. ტყის მდგრადი მართვის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, დამკვიდრდება ტყეების მოვლის დაცვისა და აღდგენის ეფექტური მექანიზმები.

აუცილებელია, რომ ჩვენ აქტიური რეფორესტიზაციის, ანუ ტყის საფარის აღდგენის პროცესი დავიწყოთ. რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში ხდებოდა სრულიად მიუღებელია. ჩვენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმოკლეს ვადებში უნდა დავიწყოთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031