31-10-2022
ქველმოქმედება გარემოს დასაცავად - გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე „ქართუს“ 60 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული - ამის შესახებ ნათქვამია „იმედის“ კვირის სიუჟეტში, რომელიც თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის შესახებ მოგვითხრობს.
სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ფონდმა “ქართუ” ბოტანიკურ ბაღზე ზრუნვა 2000 წლიდან დაიწყო. ერთ-ერთი დიდი საქმე, რაც ფონდმა 2021 წელს გააკეთა, ბოტანიკური ბაღის საირიგაციო სისტემის რეკონსტრუქცია იყო, რაც ქართუმ 2 მლნ ლარით დააფინანსა.
ამ პროექტის ფარგლებში მოხდა მტკვარზე არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, შეიძინეს 2 ტუმბო აგრეგატი, შეიცვალა და დამონტაჟდა 2,5 კმ ქსელი. ასევე მოხდა 6 ავზის კაპიტალური რემონტი და მოეწყო 1 ახალი აუზი. ეს მხოლოდ 1 პროექტია, თუმცა მოსაყოლი და სანახავი ძალიან ბევრია და ამ ფონზე განსაკუთრებით უცნაურად ჩანს, როცა ფონდის წინააღმდეგ სწორედ იმ თემებზე იწყება გამოგონილი ამბების აწყობა, რაზეც სინამდვილეში დიდი რესურსი აქვს დახარჯული.
ფონდ „ქართუს“ სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი „იმედის კვირასთან“ ამბობს, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია თავის თავს არ ღალატობს. ამჯერად ფონდს დააბრალეს, თითქოს „ქართუ“ ბოტანიკურ ბაღს წყალს პარავს და ამ სიყალბეს პასუხი უნდა გაეცეს.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, მას შემდეგ რაც ფონდმა ბოტანიკურ ბარზე ზრუნვა დაიწყო, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა წავკისისწყლის საყრდენ კედლებს, ჩანჩქერის თავზე არსებულ ხიდს და აგურის თაღოვან ,,თამარის“ ხიდს, კეთილმოეწყო გზები და ბილიკები.
„ახალი გზით მივდივართ პარტერისკენ. ეს ნამდვილად ბაღის მშვენებაა. მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულა და მის დასრულებას დაახლოებით 12 წელი დასჭირდა. მათ შორის ეს ადგილი და თაბორის მთაზე არსებული სულ 4 ჰა საპარკე სივრცე ბოტანიკურ ბაღს 2016 წელს გადმოეცა. საერთოდ, თაბორის მიმდებარე ტერიტორიები უნიკალურ ბუნებრივ რეზერვატს წარმოადგენს, თუმცა ძველი საირიგაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ათეული წლებია არ ირწყვება და დღეს ძლიერ დეგრადირებულია. თუმცა ეს პრობლემა მოგვარებადია, მას შემდეგ რაც 2019 წელს კომპანია „თაბორი რიზორთსმა“, რომელიც ფონდ ქართუს სისტემაში შემავალი კომპანიაა, ბაღის ირიგაციის სისტემის რეკონსტრუქცია დააფინანსა.
შეთანხმების მიხედვით, “თაბორი რიზორტსმა” ბაღის ძველი სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დააფინანსა, დააყენეს ახალი ტუმბოები, რომლითაც პირველ რიგში ირწყვება ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიები და ასევე წყალი მიეწოდება თაბორის მთასაც. ანუ ეს ხდება საერთო მოხმარების აუზიდან და ბაღის ტერიტორიაზე ცალკე წყლის ამოტუმბვა თაბორის მოსარწყავად არ ხდება“ - ნათქვამია სიუჟეტში.
აქვე აღნიშნულია, რომ ბოტანიკური ბაღი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ამბობს, რომ სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ბაღში დამატებით რამე სამუშაოები იგეგმება, ან მიმდინარეობს. აქვე ირკვევა, რომ თბილისის მერის განკარგულებით “თარბორი რეზორტს” გადასახადი გაეზარდა და შესაბამისად შემოსავალი ეზრდება ბოტანიკურ ბაღს.
„წლების მიხედვით ბოტანიკური ბაღის მიღებული შემოსავალი “თაბორი რიზორტის” მიერ გადახდილი თანხებიდან, ასე გამოიყურება. 2019 წელი - 263 942 ლარი 2020 წელი - 346 440 ლარი 2021 წელი - 413 410 ლარი 2022 წელი (3 კვარტალი) - 414 638 ლარი ჩანს, რომ შემოსავალი ყოველწლიურად იზრდება და ცხადია, რომ ახალი განკარგულებით ის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ეს იმ დახმარების მიღმაა, რასაც „ქართუ“, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია ბოტანიკურ ბაღს ბოლო 2 ათეული წელია უწევს. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ აქ ქველმოქმედების ოდენობა 20 მლნ დოლარით განისაზღვრება. ამ საქმეების ნახვა აქ მოსულ ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია, თუმცა არის ისეთებიც, რაც თვალით არ ჩანს, თუმცა რამაც რეალურად ეს ბაღი გადაარჩინა. იმ დროს, როცა ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო, და ისტორიული ნარგაობების შენარჩუნება მხოლოდ აქაური თანამშრომლების შრომის შედეგად მოხერხდა და როცა სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით შეუძლებელი იყო, „ქართუ“ მაშინ გამოჩნდა.
ბაღზე ზრუნვას ფონდი ისევ განაგრძობს და პარალელურად კვლავ დიდ რესურსს დებს სხვა ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით პროექტებში“ - ნათქვამია სიუჟეტში.
ფონდ „ქართუს“ სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ყოველთვის იყო ეროვნული ბოტანიკური ბაღი, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ერთად იყო ერთერთი ძირითადი ბენეფიციარი ფონდის პროექტებისა და საქველმოქმედო დახმარებისა.
„წლების განმავლობაში ფონდს უამრავი რამ აქვს განხორიელებული ორივე ბაღში, ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ისე თანამშრომლების ხელფასების დანამატებს და ასევე შსაბამისი აღჭურვილობის შეძენას. ჩვენ ბენეფიციართა შორის არის დაცული ტერიტორიები, ვგულისხმობ ნაკძალებს, ეროვნული პარკებს, სხვადასხვა მუნიციპელურ პარკებს ასევე. ფონდი არ წყვეტს გარემოსდაცვით პროექტებს. ჩვენ ახლაც გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი. ყველაზე მასშტაბური არის თბილისის ურბანული ტყის პროექტი, ეს უნიკალური პროექტია, რომელიც მოიცავს 700 ჰექტარ ტერიტორიას. ეს ტერიტორია გასული საუკუნის 50-იან წლებში გაამწვანეს, იმის შებდეგ ბევრი რამ გაფუჭდა და მოსავლელია. ძალიან მალე თბილისს განახლებული ურბანული ტყე ექნება, სადაც ყველას შეეძლება დაისვენოს და დატკბეს თბილისის ულამაზესი ხედებით“ - აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.
16-11-2024
16-11-2024