გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ზურა ჯაფარიძეზე: ეს სუბიექტი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატობას არ მოგვცემენ, რადგან რუსეთთან ომში არ ჩავებით! ჩნდება კითხვა- მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა, მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს?

31-10-2022

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერც მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.

 

მისი თქმით საინტერესოა, რამდენი ფიქრობს, რომ ჩვენი ქალაქების თუ სოფლების ნგრევა განადგურების, ხალხის დახოცვის საფასურად რამდენი ცვლიდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას?

 

„ძნელია ზუსტად დაადგინო უფრო კრეტინიზმთან გვაქვს საქმე თუ მავნებლობასთან-ეს სუბიექტი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატობას არ მოგვცემენ, რადგან რუსეთთან ომში არ ჩავებით! ცხადია, მარტივი კითხვა ჩნდება, რუსეთისთვის მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა, მაშინ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს? ისე, საინტერესოა, რამდენი ადამიანი ფიქრობს ასე, რამდენი ქართველი პოლიტიკოსი, რამდენი უცხოელი? კიდევ ერთხელ საინტერესოა, რამდენი ფიქრობს, რომ ჩვენი ქალაქების თუ სოფლების ნგრევა განადგურების, ხალხის დახოცვის საფასურად რამდენი ცვლიდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას? მერე კი შევაფასოთ ვინ არის კრეტინი, ვინ მავნებელი და ვინ ქართველთმოძულე და საქართველოს მტერი?!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930