14-07-2018
„როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს და კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში. 5 წლის მანძილზე, საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მან ისწავლა, რომ საპარლამნენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ისწავლა ის, რომ იგივე უნდა გააკეთოს აჭარასთან მიმართებით“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარის მთავრობის მეთაურის წარდგენის კომენტირებისას.
„ვფიქრობ რომ ის სიმბოლური ხასათი მისი უფლებამოსილების მას სხვაგვარად აქვს აღქმული და ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ როგორც ეს ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, როგორც ხდება ეს მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, იმოქმედოს ისე, თუმცა, არც ისაა პრობლემა, თუ ის თავის უფლებამოსილებას სხვანაირად წაიკითხავს“.
შეკითხვაზე, ხომ არ ელოდება მარგველაშვილისგან სხვა გადაწყვეტლებას და ხომ არ არის მოსალოდნელი კრიზისი მდინარაძე აცხადებს:
„არანაირ კრიზისზე საუბარი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში მას არ შეუძლია რაიმე სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს, აჭარაში მითუმეტეს. ეს სიმბოლური ჩანაწერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომაა კონსტიტუციაში, რომ ცენტრალური ხელისუფლების და აჭარის ა/რ ხმა იყოს ბუნებრივად ასახული. ეს განსაკუთრებით სენსიტიური თემაა და აქ არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციები. განსაკუთრებით ევალება მას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ჩანს მან ვერ წაიკითხა სწორად კონსტიტუცია, სადაც ეს ჩანაწერი ანალოგიურია, როგორც საქართველოს მთავრობის შემთხვევაში.“
მისი თქმით, როდესაც აჭარაში არჩეული დეპუტატები გარკვეულ პოზიციას აფიქსირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სწორად უნდა წაიკითხოს და გაიგოს კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი და დაასახელოს ის კანდიდატურა, რომელიც დაასახელეს აჭარის ა/რესპიბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.
19-12-2024
18-12-2024