გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: მარგველაშვილი როგორც ჩანს, რეალურად იმყოფება წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ

14-07-2018

„მარგველაშვილი როგორც ჩანს, რეალურად იმყოფება წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ, სინამდვილეში პოლიტიკური კურიოზი არის ის, რომ თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს ამ თემაზე „ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური კურიოზია ის, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.


„ჩვენ გვყავს არაერთი ღირსეული კანდიდატი, რომლებიდანაც შეიძლება დავასახელოთ ნებისმიერი, რომელიც იქნება უალტერნატივო და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს დღევანდელ პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ის თვითონვე ამბობს, რომ ჯერ ელოდება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გადაწყვეტს, იყაროს თუ არა კენჭი“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930