გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათელაშვილი ვაშაძე-ჯაფარიძეზე: გრძელი ენები რომ აბიათ ახლა, საელჩოს ეზოში ჭორიკანა ქალებივით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში

1-11-2022

ვინც დღეს გვიწვევს ახალ ბლოკში, ორი ბატონი და ერთი ქალბატონი, ესენი იყვნენ დიდი ეროვნული გაერთიანების დაშლის ინიციატორები“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ამერიკის საელჩოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, საელჩოს ეზოში ვაშაძე და ჯაფარიძე „ჭორიკანა ქალებივით“ ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში და სწორედ ვაშაძე და ჯაფარიძე იყვნენ ოპოზიციური გაერთიანების დაშლის ინიციატორები.


„მე არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, რა იმედით უყურებდა ამერიკის ელჩი, რომ პარლამენტში შევიდოდნენ და შეუძღვებოდნენ ოპოზიციას, აი, ამ ორ სუბიექტს, გრძელი ენები რომ აბიათ ეხლა. არ დამავიწყდება არც ის, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ჭორიკანა ქალებივით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ ყურში, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930