1-11-2022
საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მთავრობის ეს პროგნოზები ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად უკვე 2027 წლისთვის საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შემოსავალი გადააჭარბებს 10 ათას დოლარს.
„საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მთავრობის ეს პროგნოზები ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზებს, რომლის თანახმადაც უკვე 2027 წლისთვის საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შემოსავალი გადააჭარბებს 10 ათას დოლარს, ხოლო დაახლოებით 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც გამოიწვევს იმას, რომ საქართველო მაღალი შემოსავლების ქვეყნის სტატუსს მიიღებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს. გასულ ცხრა თვეში რეალურმა ზრდამ 10.2 მეათედი პროცენტი შეადგინა. გაუმჯობესებულია ყველა პარამეტრი, მათ შორის თითქმის სრულად არის აღდგენილი ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, 10 ათას დოლარიან ნიშნულს პირველად გადააჭარბებს.
16-11-2024
16-11-2024