გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: დაფიქსირებულ 7.5%-იან ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვანი ფაქტორები განაპირობებს

14-07-2018

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ეკონომიკურ ინიციატივებს მიესალმება და იმ საკითხებზე საუბრობს, რაც ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდა.


მისი თქმით, 2018 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებულია 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა და ამას განაპირობებს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები.


„პირველი ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 2012 წლიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება დადებულიყო და ამ ხელშეკრულებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი ეკონომიკური წარმატებები. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - ეს არის ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდამდე, მაშინ, როდესაც ის საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობდა, ჩინეთიდან პირველი მატარებელი შემოვიდა, შემდგომ გაიმართა მოლაპარაკება და ხელი მოეწერა ამ ხელშეკრულებებს, რამაც რეგიონში საქართველოს პრივილეგირებული მდგომარეობა განაპირობა, ერთი მხრივ ჩინეთთან და მეორე მხრივ ევროკავშირთან არსებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გამო. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ წარმატებისა არის ესტონურ მოდელზე გადასვლის კორექტირება და საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის 2023 წლამდე გადავადება. ასევე დღგ-ს ავტომატური დაბრუნების ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იგეგმება დაახლოებით 450 მილიონი ლარის დაბრუნება მეწარმეებისთვის, რაც, ნამდვილად ახალ სიცოცხლეს შემატებს ქართულ მეწარმეობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარება, რომელიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას და მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობისას წარმოადგინა ინიციატივა ფულად-საკრედიტო სისტემაში სამართლიანი თამაშის წესების შემოღებაზე, რაც სოციალური კუთხით სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031