14-07-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რომან გოცირიძე ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსს, ემანუელ კანტს ჰგავს.
„ბატონო რომან, მართლაც გავხართ კანტს, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა. ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, მაგრამ ერთი რამე მიკვირს. ამბობთ, რომ კანტს გავხართ, ამხელა ფილოსოფოსი თეა წულუკიანის ციტატებით რომ საუბრობთ, ეს როგორ გავიგოთ? თქვენი საკუთარი ფრაზები და ციტატები არ გაგაჩნიათ, ასევე შევარდნაძესაც კი ადარებდით თავს. მე მგონი ქალბატონი თეას გავლენის ქვეშ ხართ, როგრც ფილოსოფოსი“ - განაცხადა უმრავლესობს ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძის საპასუხოდ.
19-12-2024
18-12-2024