3-11-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აგრეთვე, აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა ორი ქვეყნის დარგობრივ სამინისტროებსა და პარლამენტებს შორის, მათ შორის, ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან, ორმხრივ შეთანხმებას.
საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰადას მეიცადს წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურა.
16-11-2024
16-11-2024