15-07-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ა. ჯ. და 1981 წელს დაბადებული პ. ჯ. დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ პისტოლეტით და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თავს დაესხნენ სატვირთო ავტომობილს, მასში მყოფ 2 პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე,საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით მიმდინარეობს.
19-12-2024
18-12-2024