გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვნახეთ რეალური, საქმიანი პროგრამა, გეგმები რომელზე არერთი დისკუსია იყო საპარლამენტო უმრალესობის შიგნით

15-07-2018

„ჩვენ ვნახეთ რეალური, საქმიანი პროგრამა, გეგმები რომელზე არერთი დისკუსია იყო საპარლამენტო უმრალესობის შიგნით“ – განაცხადა თავის გამოსვლაში საპარლამენტო უმრავესობის ლიდრმა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივებზე და რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა.


„ჩვენ ვნახეთ გადასახადების დაწევის ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ბაზრის და წარმოების ინტეგრაციაზე თქვენი ძლიერი განაცხადი საერთაშორისო ბაზრებში, რაც ექსპორტის ზრდას უკავშირდება. ჩვენ გვაქვს კიდეც ექსპორტის ზრდის დინამიკა რაც უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, ჩვენ მოვისმინეთ ლოჯისტიკური პროექტების შესახებ, ჰაბებზე რომელიც მართლა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, იყო საუბარი პოლიციის სისტემურ განახლებაზე, კომერციული დავების უფრო ეფექტური მოდელის შემოთავაზება რომელიც გადაწყვეტილებას უფრო მოკლე დროში უზრუნველყოფს და ეს არის ახალი უსაფრთხოების სიგნალი ინვესტორებისთვის და ბიზნესისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიზნესდავები მოკლე დროში სამართლიანად იყო გადაწყვეტილი და ამ რეფორმებსაც ჩვენ მივესალმებით“ - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.


არჩილ თალაკვაძე რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, რომლებიც, მისი თქმით, საპარლამტო უმრავლესობის გუნდში იყო განხილული და ზუსტად შეესაბამება სულისკვეთებას რომლითაც მამუკა ბახტაძე მივიდა პარლამენტში. მისივე თქმით, ეს არის სწრაფი, ეფექტური, გაბედული გადაწყვეტილებები რომელმაც უფრო სწრაფად, შეიძლება არა ერთ, სამ წელიწადში არამედ თვეების განმავლობაში შეცვალოს კონკრეტული ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.

„დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები იღებენ სოციალურ დახმარებას, ეს არის სტაბილური დახმარება თუმცა როგორც კი ოდნავ ადამიანი დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძებნის, როგორც კი ორ სამთვიან ანაზღაურებას მოიპოვებს, მას ეს დახმარება უწყდება. ამის გამო ბევრი უარს ამბობს ეძებოს სამუშაო, ეძებოს დამატებითი შემოსავალი, ბევრს საერთოდ ეშინია მუშაობის დაწყება იმის გამო რომ სოციალური დახმარება არ შეუწყდეს. აი აქ, პარლამენტში პირდაპირ გთავაზობთ, თუ ჩვენი მიზანი არის რომ ადამიანი სწრაფად ამოვიდეს სიღარიბიდან და მას იმიტომ ვეხმარებით რომ სიღარიბეში აღმოჩნდა, მე ვფიქრობ რომ ჩვენ პირიქით ის უნდა წავახალისოთ რომ სოციალური დახმარების პარალელურად მან მოძებნოს მეტი ახალი შემოსავალი, მოძებნოს სამსახური და უფრო სწრაფად დააღწიოს თავი სიღარიბეს. ამიტომ გთავაზობთ ამ პროგრამის რეკონფიგურაციას იმგვარად რომ სოციალურ დახმარებასთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანს პირიქით სტიმული შევუქმნათ რომ მან მოძებნოს სამსახური, თუნდაც ეს იყოს სამ თვიანი, ოთხ თვიანი დამატებითი შემოსავალი.

გთავაზობთ ასევე მეორე ინიციატივას თუ შესაძლებელია განვიხილოთ რომ სკოლები გადავიყვანოთ დაფინანსების ისეთ მოდელზე სადაც მათ შედეგების მიხედვით საბაზისო დაფინანსებასთან ერთად მიეცემათ დამატებითი ბონუს დაფინანსება და პედაგოგებს პირდაპირ ეცოდინებათ, რომ უკეთესი შედეგებისთვის მათი სკოლა მიიღებს მეტ შემოსავალს, მეტ დაფინანსებას და ეს გარანტირბულად აისახება პედაგოგების ხელფასებზე.

მესამე კონკრეტული თემა ეს არის საცხოვრისით უზუნველყოფა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი დევნილი შეასახლა ჩვენმა ხელისუფლებამ და ეს საკითხი გადაუჭრა ბევრ ადამიანს, არა ერთ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს ელემენტარული საცხოვრისის პრობლემა, ამას მოწმობს ის წერილები და მოთხოვნები რომელიც მაჟორიტარ დეპუტატებს შემოგვდის. ქვეყანაში კი ამ დროს ქალაქებში, გზებზე, არის ისეთი შენობები რომელთა რემონტი და ბინების სახით გამოყენება შეუძლია მუნიციპალიტეტებს. შეუძლია მთავრობას ეტაპობრივად, სოფლებშიც არის სახლები რომლის შესყიდვა და გამოყენება შეიძლება ამ ოჯახებისთვის ვისაც ჭირდებათ საცხოვრისი, ხომ არ შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა რომელიც ადამიანებს დაეხმარება სანამ მათ ჭირდებათ, მით უმეტეს ქვეყანაში ვალების გამო არა ერთმა ოჯახმა დაკარგა სახლკარი და ისინი დახმარებას საჭიროებენ.

კიდევ ერთი ინიციატივა, რაც თქვენ თქვით და მივესალმები და მხარს ვუჭერ რომ დაბრუნდეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. აღდგეს ის დაფინანსება და მეტიც გაიზარდოს ის დაფინანსება იმიტომ რომ მნიშვნელოვანია თითოეულ სოფელში ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, თვითონ განკარგონ ფული, რომლითაც თავისი სოფლის პრობლემები უნდა მოაგვარონ. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი წინა მინისტრთა კაბინეტთან მაშინ მივიღეთ დაპირება რომ ეს პროგრამა დაფინასდებოდა, აღდგებოდა მაგრამ როგორც ხედავთ დღეს თქვენ აღმოჩნდით პრემიერ მინისტრი რომელიც ამ პროგრამას პრიორიტეტს ანიჭებს.


შემდეგი მნიშვნელოვანო სფერო - „ქართუმა ოცნებამ“ მართლაც გაბედული ნაბიჯი გადადგა როდესაც შეიმუშავა ახალი ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ და აქ არის ქეთი ციხელაშვილი, რომელსაც მართლაც უპრეცენდენტო მხარდაჭერა ჰქონდა პარლამენტში როდესაც ეს ინიციატივა წარმოადგინა. ამ სამშვიდობო ინიციატივით ჩვენ აფხაზეთში და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას ეკონომიკის, განათლების, სოციალურ, საჯარო სერვისებს ვუზიარებთ და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი მომავალში ამ პრობლემის მშვიდობიანად გადასაჭრელად. თუმცა ამასთან ერთად, მე ვფიქრობ უკვე დროა უფრო გახსნილად ვესაუბროთ აფხაზებს, დროა ტავიდან გავიცნოთ ერთმანეთი როგორც დიდი ხნის უნახავმა ძმებმა, კიდევ უფრო შევასუსტოდ ეს მავთულხლართები რომელიც ჩვენ საზოგადოებას ყოფს და მიმაჩნია, უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მზადყოფნა.


მაგალლითად, აფხაზეთში, გაგრიდან 14 კილომეტრში ბატონო მამუკა, მდებარეობს დაბა რომელსაც კომუნისტებმა დაარქვეს ლესელიძე არადა მისი ნამდვილი აფხაზური სახელი, ტოპონიმი არის გეჩფიფში, იგივე შემიძლია ვთქვა გაგრაში სანდრიფშზე რომელსაც კომუნისტებმა დაარქვეს განთიადი და სადაც მართლა ულამაზესი ტაძარია ბიზანტიელების აგებული. ჩვენ მე მგონი უნდა შევცვალით, საბჭოური, რუსული მემკვიდერეობა. ეს დასახელებები თავის დროზე რამდენადაც ცნობილია ჩვენს მიმართ აფხაზების უკამყოფილება რომ წაეხალისებინათ მაგიტომ გააკეთეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ გავხსნათ ჩვენი მხრიდან ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი ურთიერთობები ჩვენს აფხაზ ძმებთან და გთავაზობთ პირდაპირ ამ ინიციატივას რომ მოდი დავიწყოთ გეჩფიშით სადრიფშით დავუბრუნოთ ვაღიაროთ ეს სახელები რომლებიც არის ისტორიული.

მინდა მცირე რამ ვთქვა ეკოლოგიაზე, მივესალმები თქვენს ასევე ძალიან გაბედულ ინიცატივებს საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით, ძველი მანქანების იმპორტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სწორედ ეს არის პასუხი იმ საზოგადოების შეკითხვებზე რომლებიც დღეს ჩვენ გვეკითხებიან მთავრობას თუ რას სუნთქავენ ჩვენი შვილები, რა პროდუქციას მიირთმევენ, რამდენად უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ ახალგაზრდები, ბავშვები, ჩვენი ოჯახის წევრები. ძალიან კარგი იქნება 1000 - 1500 მეტყევეს, ტყის მცველს შევარჩევთ, მოვამზადებთ და მათ კონკრეტულ დავალებას მივცემთ, რომ ეს მწვანე საფარი დავიცვათ. ასევე პრობლემაა ბევრგან მეწყერისგან და სტქიისგან განადგურებული ხე-მასალა რომ გადაეცეს ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან დიდი დრო იხარჯება. მოდი, გავამარტივოთ ეს პროცედურები და გადავცეთ ადგილობრივ მოსახლეობას, დავურიგოთ ეს განადგურებული ხე-მასალა დროულად სანამ ამ მასალის გამოყენება შეიძლება.

რაც შეეხება ახალგაზრდებს და სპორტს, თალაკვაძის თქმით, კვლევები ადასტურებს რომ ახალგაზრდობაში დასაქმების დონე არასაკმარისია და ეს მაშინ, როდესაც მათ ძალიან სჭირდებათ შემოსავალი, შესაძლებლობები. „ვფიქრობ, აქაც საჭიროა მკვეთრი და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება, საერთო რესურსებზე და ინფრასტრუქტურაზე წვდომის მიცემა ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრების ეს რეგიონში, რადგან თბილისში ჩვენ გვაქვს ამის წარმატებული გამოცდილება.


მინდა ასევე შევეხო სპორტს. თქვენ როგორც პრემიერ-მინსტრს შეგიძლიათ მოიწვიოთ კერძო სექტორი, ბიზნესი და საჯარო კერძო პარტნიორობით მათთან ერთად ძალიან სწრაფად დავგეგმოთ და უზრუნვევყოთ რომ ყველა სოფლის, თუ ქალაქის, რაიონის ახალგაზრდებს, ბავშვებს ქონდეტ საშუალება სპორტულ აქტივობაში იყვნენ ჩართული, ეს ჭირდება მათ ჯანმრთელობას, ეს სჭირდება პროფესიულ სპორტსაც და ვფიქრობ ეს არის გასაკეთებელი ძალიან მოკლე ვადებში“ - განაცხადა თალაკვაძემ.


უმრავლესობის ლიდერი იმ პროექტებსაც შეეხო, რაც გაკეთდა „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდერობის და ისტორიული უბნების აღდგენის თვალსაზრისით. მისი თქმით, ქალაქის მერი აკეთებს რეაბილიტაციას, სერიოზულ პროექტებს. „მე ვფიქრობ საჭიროა ასეთი პროექტები კიდე დავამუშაოთ დროულად დავიწყოთ რეგიონებში, განსაკუთრებით იქ სადაც ტურისტული და კულტურული პოტენციალი მაღალია“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031