გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

7-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად,  2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების  რეგისტრაცია თხილის კადასტრში.

 

თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტი დაგეგმილია შესაბამისი გრაფიკით. უახლოესი ერთი კვირის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების საგენტოს ვებგვერდზე, აღნიშნული ინფორმაციაგანახლებადია ყოველ ოთხშაბათს.

 

სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე,  ფიზიკურ პირს   საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი ჯამურად არანაკლებ  0.2 ჰა არაუმეტეს 3ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500ლარით1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. 

 

პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდებალიბერთი ბანკისაგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

 

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

 

თხილის წარმოების  ხელშეწყობისსახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www. rda.gov.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930