გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: უდიდესი ქართველის, წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას

8-11-2022

დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს. 


პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. 


"ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის. დღეს, უდიდესი ქართველის, წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას",- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30