8-11-2022
ევროპარლამენტის დეპუტატმა, მაიკლ გალერიმ ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავეა, მისი მსჯავრი გადაჭარბებულია.
გალერის შეფასებით, საქართველოში არიან "ძველი აზროვნების" მოსამართლეები.
"იმ შემთხვევაშიც კი თუ კი, ბატონი გვარამიას მიმართ ბრალდებები სიმართლეს შესაბამება, მიმაჩნია რომ მისთვის დაკისრებული სასჯელი შეუსაბამო და გადაჭარბებულია, ეს გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ სასამართლოში ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკური გავლენები, რადგან სასამართლო რეფორმა ნამდვილად არ განხორციელებულა. არსებობენ მოსამართლეები, რომლებსაც რომ არ მიეღოთ გარკვეული მითითებები, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად, მაინც ძველი აზროვნება აქვს და მიიჩნევდნენ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა შესაბამისად მოქმედება. უნდა განხორციელდეს დაპირებული რეფორმები და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მსგავსი დებატები წარსულში დარჩეს. ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ მოვლენები სწორი გზით განვითარდეს", - განაცხადა გალერიმ.
16-11-2024
16-11-2024