გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო

9-11-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტითშვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება. მინისტრი ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და მის ფარგლებში, პროფესორ მანუელა შტუდერ-კარლენის ლექციას დაესწრო თემაზე – „შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება და ხუროთმოძღვრება“.

 

მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბერნის უნივერსიტეტში საქართველოს მდიდარი ისტორიის, მრავალფეროვანი, გამორჩეული კულტურისა და ხელოვნების შესახებ სასწავლო კურსის განხორციელების მნიშვნელობას. მიხეილ ჩხენკელის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ როგორც ქართველი, ასევე შვეიცარიელი, გერმანელი და ამერიკელი პროფესორები. მინისტრმა პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებს.

 

ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930