გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან კაკულია: სამწუხაროა, რომ დეგოლების, ადენაურებისა და შუმანების ევროპაში ახლა დონე კუბილიუსამდე ჩამოვიდა

9-11-2022

სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა მიმდინარეობს მცდელობა, მოამზადონ სიტუაცია იმისთვის, რომ ჩვენ არ მოგვენიჭოს შემდეგ ის სტატუსი, რაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.


მან კომენტარი საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშზე გააკეთა.


„პარლამენტშიც ბევრმა გააკეთა კომენტარი და მიანიშნეს სულ სხვაგან არსებულ საწყის იმპულსზე, რომლის გაგრძელებაც შესაძლოა იყოს მთელი ეს დიდი ისტორია თავისი კიევში გაკეთებული განცხადებებითა და გადაწყვეტილებებით, რაც ხდებოდა. კერძოდ, ჩანაწერთან დაკავშირებით - დებიძინიზაცია და ასეთი ფრაზები. სამწუხაროა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ამას აკეთებენ, რომ ვერ ხვდებიან, რაოდენ სასაცილოდა გამოიყურებიან, როდესაც ისინი ამ დონეზე წვრილმანდებიან და ასეთი ტიპის ინფორმაციის მიმართ მოწყვლადი ხდებიან. საუბარი იყო კუბილიუსზე. მე ევროკავშირის ისტორიას ძალიან კარგად ვიცნობ. ჩემი პროფესია იყო. სამწუხაროა, რომ დეგოლების, ადენაურებისა და შუმანების ევროპაში ახლა დონე კუბილიუსის დონემდე ჩამოვიდა“, - განაცხადა კაკულიამ.


საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი დღეს განიხილავს.
ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ გუშინ გარკვეული შესწორებები გაჩნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930