გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში არსებული ყველა  შახტი დროებით დაიხურება

16-07-2018

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ტყიბულში არსებული ყველა  შახტი დაიხურება.

ამირანაშვილმა შახტში გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დღეს გამთენიისას, „112“ში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის შახტში მოხდა უბედური შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადნენ, ფაქტზე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.  ხოლო, როგორც მოგეხსენებათ, 4 ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა. დამატებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება“- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მოხდა დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში. 

შემთხვევის შედეგად დაღუპულია ოთხი პირი, ხოლო სხეულის სხვადასხვა სახის, მათ შორის თერმული დაზიანება ექვსმა პირმა მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031