გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია კეზერაშვილზე: ვინც ჯარი გაყიდა, ჩვენი გმირების საბრძოლველი მასალებით გახდა მილიარდერი, ის ადამიანი ახლა რომელიღაც კუნძულზე ზის და ჩვენი ბიჭების სისხლით გამდიდრებული კვლავ ბედავს ხელისუფლებაში მობრუნებას

11-11-2022

ეს ხალხი წესით სამუდამო პატიმრობაში უნდა იყვნენ, მათი ქონებები უნდა იყოს ჩამორთმეული და რას ვხედავთ? მათ ბრძოლას, შურისძიებისა და ქართველების ბოლომდე განადგურების მისაღწევად!!!- წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

როგორც ლატარიამ აღნიშნა ერთ მხარეს არის კეზერაშვილი და მერაბიშვილი და მეორე მხარეს არიან პატიმართა მწამებელი, ყველაზე დიდი სიბოროტის განმახორციელებელი, ჩვეულებრივი ჯალათი ახალაია და მისი ძებნილი, არანაკლები მანიაკი და ქართველთმოძულე ძმა - დათა!!!

 

„ეს ყველაფერი თითქოს სასაცილოა უკვე, მაგრამ შინაარსში თუ შევალთ, სასაცილო კი არა ეს ტრაგედიაა..... ვინც ჯარი გაყიდა, ვინც ჩვენი გმირების საბრძოლველი მასალებით გახდა მილიარდერი, ვინც ატერორებდა ბიზნესს, ვინც აჩოქებდა და იარაღით აშინებდა ყველას, ის ადამიანი ახლა რომელიღაც კუნძულზე ზის და ჩვენი ბიჭების სისხლით გამდიდრებული კვლავ ბედავს და მობრუნება უნდა ხელისუფლებაში....მისივე ბანაკშია მერაბიშვილი, კაცი, რომელიც ცოლის დავალებით სასაფლაოზე ბიჭებს კლავდა, გვამებს ითხოვდა, მკვლელობებს გეგმავდა და თავისივე გამოზრდილი შპანათი ახორციელებდა.

 

... ერთი მხარე დავინახეთ და ამავე დროს მეორე ფრთა, ვინ არიან? პატიმართა მწამებელი, ყველაზე დიდი სიბოროტის განმახორციელებელი, ახალგაზრდა ბიჭების ქუჩაში ჩამხოცავი, ჩვეულებრივი ჯალათი ახალაია და მისი ძებნილი, არანაკლები მანიაკი და ქართველთმოძულე ძმა - დათა!!! ვგიჟდები რა, ეს ხალხი წესით სამუდამო პატიმრობაში უნდა იყვნენ, მათი ქონებები უნდა იყოს ჩამორთმეული და რას ვხედავთ? მათ ბრძოლას, შურისძიებისა და ქართველების ბოლომდე განადგურების მისაღწევად!!! კვლავ განვმეორდები: თითქოს ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ რეალურად ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია!!!“- წერს ლატარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930