11-11-2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, 02:00 საათიდან 07:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის გამო, შეიზღუდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემით - „eCustoms“ სარგებლობა.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ვერ შესრულდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობები, მათ შორის საქონლის დეკლარირება/გაფორმება და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება/რეგისტრაცია/დადასტურება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს საქონლის გაფორმების პროცედურების და საბაჟო გამშვებ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებების/ტვირთების გადაადგილების დროებით შეფერხება.
16-11-2024
16-11-2024