14-11-2022
კაპიტანი გიგაურის მიზნები და ამოცანები ვიცით რაც არის და დანარჩენი ოთხი თუ ხუთი მდიდარი არასამთავრობოსი, კლანი რომ აქვთ, რომელთა ამოცანაა რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში - ამის შესახებ უნრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კორუმპირებულია.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, გაოცებულია, თურმე როგორ მოქმედებდა ევროკავშირის ელჩი კუბილიუსების და ფოტიგების დაკვეთით და ელოდება ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას და რეაქციას.
მისივე თქმით, არ გაკვირვებია დევიდ ლის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ისინი პირდაპირ არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები.
„რაც შეეხება არასამთავრობოებს, ეს არახალია, კაპიტანი გიგაურის მიზნები და ამოცანები ვიცით რაც არის და დანარჩენი ოთხი თუ ხუთი მდიდარი არასამთავრობოსი, კლანი რომ აქვთ, რომელთა ამოცანაა რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში. ისინი პირდაპირ არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები. ასე რომ არ გამკვირვებია. უბრალოდ გაოცებული და შოკირებული ვარ, როგორ მოქმედებდა ევროკავშირის ელჩი მათ შორის კუბილიუსების და ფოტიგების დაკვეთით თურმე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით ველოდები ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას და რეაქციას“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
16-11-2024
16-11-2024