საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას.
მისივე თქმით, შახტი გამოძიების მიმდინარეობისას დაიხურება და დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი აუნაზღაურდებათ.
„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.
სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მოხდა დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია ოთხი პირი, ხოლო სხეულის სხვადასხვა სახის, მათ შორის თერმული დაზიანება ექვსმა პირმა მიიღ