გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამები განხორციელდა

14-11-2022

2022 წელს მოსახლეობის სოციალური დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამები განხორციელდა.
ახალშობილთა და ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
მრავალშვილიანი (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა;
,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930