16-11-2022
,,ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველაფერი გააკეთა ავაზაკი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის დასაკავებლად, მაგრამ მას ხელი შეუშალეს ამერიკის გარკვეულმა პოლიტაქტორებმა. ზუსტად იმ სუბიექტებმა, რომლებსაც მათ მარიონეტ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სურთ, რომ საქართველოში არ იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება,”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არანაირი ფსევდო-გეოპოლიტიკური მიზნების სანაცვლოდ არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ქაოსსა და ომს.
,,ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს და დავამატებ - ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველაფერი გააკეთა ავაზაკი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის დასაკავებლად, მაგრამ მას ხელი შეუშალეს ამერიკის გარკვეულმა პოლიტაქტორებმა. ზუსტად იმ სუბიექტებმა, რომლებსაც მათ მარიონეტ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სურთ, რომ საქართველოში არ იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება.
რატომ? იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არანაირი ფსევდო-გეოპოლიტიკური მიზნების სანაცვლოდ არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ქაოსსა და ომს. 10 წელია სხვადასხვა ვერაგული ხრიკებით ცდილობენ საქართველოს უბედურების ქარცეცხლში გახვევას და სააკაშვილის ღალატის პარტიის სათავეში მოსვლას, მაგრამ ვერ მიაღწევენ - ქართველი ერი ბრძენია, მრავალ ომ გამოვლილია და აღარ სურს ბნელ წარსულში დაბრუნება,” - წერს აბაშიძე.
16-11-2024
16-11-2024