„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის წევრები გლდანის ციხეში ერთ-ერთ ბრალდებულს გამოკითხავენ.
დეპუტატები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 14:00 საათზე მივლენ.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მსჯავრდებულთან კითხვები მოწმეზე გავლენის ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს.
„გვექნება შეხვედრა არასრულწლოვანთან, ასევე გვექნება შეხვედრა ერთ-ერთ მსჯავრდებულთან, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, მასთან შეხვედრა გლდანის ციხეში შედგება. მასთან კითხვები გვექნება ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, ესაა მოწმეზე გავლენის ეპიზოდი“- განაცხადა კაპანაძემ.