გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია

17-11-2022

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მთლიანი რესურსის 30 პროცენტია გათვალისწინებული და ჯამში მათი დაფინანსება 7,0 მილიარდი ლარია;


რესურსის 26 პროცენტი - 6,1 მილიარდი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე;


11 პროცენტია (2,6 მილიარდი ლარი) გამოყოფილი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე;


ასევე, 11 პროცენტამდეა (2,5 მილიარდი ლარი) თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსება;


კულტურისა და სპორტის დაფინანსება შეადგენს 831 მილიონ ლარს;


გარემოს დაცვა - 617 მილიონ ლარს;


პენიტენციური სისტემისთვის გათვალისწინებულია 227 მილიონი ლარი;


სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება - 192 მილიონი ლარი;


საგარეო ურთიერთობები - 183 მილიონი ლარი;


ვალების მომსახურება 1 მილიარდ 170 მილიონი ლარი;


ყველა სხვა დანარჩენი მიმართულების დაფინანსებაზე ბიუჯეტის მთლიანი რესურსის 8 პროცენტზე ნაკლები მიიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930