17-11-2022
ყველას კარგად გვახსოვს ლენა ხოშტარიას მიერ ატეხილი კივილ-წივილი ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული კომპანიის მიერ შემოტანილი ტვირთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გემს, რომელსაც ტვირთი შემოჰქონდა საბაჟომ თანხმობა არ მისცა, მაგრამ ლენამ ბრიფინგი გამართა და საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დაადანაშაულა - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ტვირთი კეზერაშვილმა თავისი მეგობრის და პარტნიორის ვანო ნაკაიძის მეშვეობით შემოიყვანა, პარალელურად კი ლენას გარკვეული რუბლების სანაცვლოდ ამ წივილ-კივილის ატეხვა შეუკვეთა.
„ტერორიზმი — ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ. ეს ე.წ. რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში აბსოლუტურად ყველა აკრძალულ ხერხს მიმართავს (აქ წესით უნდა დამეწერა „საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში“, მაგრამ მათ, როგორც ყველა ტერორისტს ქვეყანა არ გააჩნიათ) და ამ მიზნით ყალბი ინფორმაციებით შანტაჟს მაქსიმალურად აქტიურად იყენებენ.
ყველას კარგად გვახსოვს ლენა ხოშტარიას მიერ ატეხილი კივილ-წივილი ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული კომპანიის მიერ შემოტანილი ტვირთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გემს, რომელსაც ტვირთი შემოჰქონდა საბაჟომ თანხმობა არ მისცა, მაგრამ ლენამ ბრიფინგი გამართა და საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დაადანაშაულა. აღმოჩნდა, რომ ეს ტვირთი კეზერაშვილმა თავისი მეგობრის და პარტნიორის ვანო ნაკაიძის მეშვეობით შემოიყვანა, პარალელურად კი ლენას გარკვეული რუბლების სანაცვლოდ ამ წივილ-კივილის ატეხვა შეუკვეთა. ასევე ყველას გვახსოვს კეზერაშვილის პრესსამსახურის, სახელად „ტელეკომპანია ფორმულას“ ეთერში ვინმე ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის აუდიო-ჩანაწერის სერიებად გაშვება, რომლითაც ანალოგიური დანიშნულება - საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება, ჰქონდა. აქაც ნათელი გახდა, რომ ეს საუბარი თავად ევტუშენკოვმა ჩაწერა, რის დროსაც დიალოგს ისეთი ფორმა მისცა, რომ ამ ბრალდებისთვის რაიმე ხელმოსაჭიდი ჰქონოდა და შემდეგ ჩანაწერი „ფორმულას“ გადასცა.
არაფერი არ იმალება. აბსოლუტურად არაფერი და შანტაჟის, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ფაქტს ნათელი ეფინება. ე.წ. რადიკალური ოპოზიცია თავისი ამგვარი ტერორით ყველაზე მეტ დარტყმას ხალხისგან იღებს. მათი ფაფხურის უკვე აღარავის სჯერა და არც ეშინია. ასე რომ სულ ტყუილად ყრის ფულს კეზერაშვილი. სულ ტყუილად რადგან არავითარი შედეგი არ აქვს და არც ექნება.“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024