გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი სენატორების განცხადებებზე: თუ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ უნდა მოვთხოვოთ, რომ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას?

17-11-2022

„ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი სენატორების შეფასებებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

 

მიხეილ ყაველაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნისგან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

 

„თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ უნდა მოვთხოვოთ, რომ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას?“, - ამბობს ყაველაშვილი.

 

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოში აშშ-ის ელჩს არგუმენტებზე დაფუძნებულ კითხვებს უსვამს, რომელთაც პასუხები ამ დრომდე არ გასცემია.

 

„ჩვენ, ადამიანები, რომელთაც ხმამაღლა დავიწყეთ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესზე საუბარი, ქალბატონ ელჩს ფაქტებზე დაყრდნობილ კითხვებს ვუგზავნიდით და ვთავაზობდით, გამიჯვნოდა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ ან იმ განცხადებებს, რომლებიც ენჯეო-სექტორიდან მოდიოდა.

 

არც მალავენ, რომ ანჯეო-სექტორის 90% ამერიკელი გადამხდელების გადასახადებიდან ფინანსდება, როცა ამ ორგანიზაციებს შორის ასეთი კავშირია, ეს ორგანიზაციები ბედავენ, პოლიტიკურ სცენაზე გამოდიან და ხელისუფლების გადაყენებასა და რაღაც ტექნიკური მთავრობის შექმნაზე საუბრობენ. ამას ქალბატონი დეგნანი არ ემიჯნება“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930