გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„რესპუბლიკელები“, რომლებმაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას აანონსებენ

18-11-2022

„რესპუბლიკელები“, რომლებმაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას აანონსებენ.


„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა, ჯეიმს კომერმა და ჯიმ ჯორდანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აქტიურად იყო ჩართული საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟთან ერთად.


„ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რის დამალვას ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელი ხალხისგან. იყო თუ არა ჯო ბაიდენი უშუალოდ ჩართული ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებებში და არის თუ არა ის კომპრომეტირებული? ეს არის ჩვენი გამოძიების მიზანი“, - აღნიშნა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა.


„რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მათ გამოავლინეს მტკიცებულებები თაღლითობის, საბანკო თაღლითობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევის, ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და სხვა დანაშაულების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728