გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მცხეთის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

21-11-2022

მცხეთაში, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო ბაზაზე დაბა თიანეთისა და სტეფანწმინდის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. მოსწავლეებს მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა აბრამიშვილმა უმასპინძლა და ჯარისკაცების ცხოვრების პირობები გააცნო. სტუმრებს ბატალიონის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სამხედრო ბაზის შესახებ ისტორია გააცნეს.


სკოლის მოსწავლეებმა სამხედროების საცხოვრებელი პირობები და სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. 


ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031