22-11-2022
ორთაჭალის საპატიმროს დილეგებში, სიგარეტის ნამწვებით აწამებდნენ თვეების მანძილზე სულხან მოლაშვილს ძალიან უნდოდა ექიმიც, პალატაში გადაყვანაც, ჯანდაცვის სერვისებიც, მაგრამ სული ამოხადეს წამებით ორთაჭალის საპატიმროს დილეგებში, დაჩაგრეს და უმაგალითოდ ტანჯეს, მას ციხეში ტანჯავდნენ და მის ოჯახს გარეთ. ადამიანის მონახულების უფლებას არ აძლევდნენ და სიგარეტის ნამწვებით აწამებდნენ თვეების მანძილზე. ესეც ახსოვს ქართულ საზოგადოებას - ამის შესახებ უმრავლესობიოს წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „არ სურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს“.
მისი თქმით, „ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს რომელიმე ეტაპზე შეეზღუდა წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე მისივე თქმით, პატიმრების გაუთავებელი ჩაგვრა და დამამცირებელი მოპყრობა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩაბარდა წარსულს და ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ვერავინ კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერასოდეს“ „არავინ არ უნდა გარდაიცვალოს ციხეში, არც ყოფილი პრეზიდენტი, არც რომელიმე მოქალაქე ჩვენი ქვეყნის. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავინ არ უნდა კვდებოდეს ქართულ ციხეში, არასოდეს, არც პრემიერი, არც მინისტრი, არც პოლიტიკური ოპონენტი..არავინ საერთოდ. ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, მათ შორის დიდხანს უნდა იცოცხლოს ბატონმა სააკაშვილმა, ისევე როგორც ნებისმიერმა პატიმარმა, რომელიც სასჯელს იხდის კანონირ ძალაში შესული განაჩენის გამო. მესმის ქალბატონ პრეზიდენტის სენტიმენტები, ის ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობს და შეიძლება, კორპორატიული თანაგრძნობა გააჩნიათ პრეზიდენტებს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, არავინ არ უნდა გარდაიცვალოს, არც დევნის, არც არაადამიანური მოპყრობის, არც იმის გამო, რომ შეეზღუდა ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, ამანათის მიღების, ახლობლის მონახულების უფლება.. არავინ არ უნდა იჩაგრებოდეს. პატიმრების გაუთავებელი ჩაგვრა და დამამცირებელი მოპყრობა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩაბარდა წარსულს. ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ვერავინ კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერასოდეს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, შეიძლება ბევრ რამეზე იყოს პოლიტიკური ინსინუაციები, მიზანდასახულად წარმოებული პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ ადამიანი დღეს იჩაგრება ქართულ ციხეში.
„ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თითქმის 6 თვეზე მეტია, რაც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება იმ ერთი წლიდან, რაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიმე ეტაპზე შეეზღუდა წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე. იყო განცხადება მის სოციალურ ქსელში ატვირთული, რომ იგი ენდობა კლინიკა “ვივამედის” ექიმებს და არასდროს არ უთქვამს, რომ ვინმემ ის მოწამლა.
დღის ბოლოს ერთმა ადვოკატმა ერთი თქვა, შემდეგ მეორემ თქვა, რომ მას არ დაუწერია და დაწერა მისმა დედამ. გაერკვიონ ერთმანეთში ვინ, სად, როდის, რას ამბობს. ეს საუბრები მას შემდეგ გაცხოველდა, რაც იუსტიციის სამინისტრომ თქვა, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო ჩაერთვება იმის დადგენაში, რომ გაქარწყლებული იყოს ყველანაირი ინსინუაცია და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ვინმემ ციხეში მოწამლოს სააკაშვილი. მახსენდება სულხან მოლაშვილი, იმ ადამიანს ძალიან უნდოდა ექიმიც, პალატაში გადაყვანაც, ჯანდაცვის სერვისებიც, მაგრამ სული ამოხადეს წამებით ორთაჭალის საპატიმროს დილეგებში, დაჩაგრეს და უმაგალითოდ ტანჯეს. მას ციხეში ტანჯავდნენ და მის ოჯახს გარეთ. ადამიანის მონახულების უფლებას არ აძლევდნენ და სიგარეტის ნამწვებით აწამებდნენ თვეების მანძილზე. ესეც ახსოვს ქართულ საზოგადოებას“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024