ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პროკურატურაში ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის დაკითხვას ეხმაურება.
სერგეენკოს თქმით, არსებობს საკითხები, რომლის შესაწავლსაც ხშირად სხვადასხვა უწყებები საგამოძიებო ორგანოებს თხოვენ.
„იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილის კადრების წმენდა მიმდინარეობს, ვერცერთ სიმპტომს ვერ ვატყობ.
რაც შეეხება ქუმსიშვილისა და ალავიძის დაბარებას, ამის შესახებ ვიცი ის, რასაც მედიიდან ვიგებ.
როგორც ბატონმა დიმიტრიმ განაცხადა, იყო საკითხები, რასაც მისი მინისტრობის პერიოდში მისმა სამსახურმავე გადასცა პროკურატურას შესასწავლად. ასეთი თანამშრომლობა გეგმიურია. ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს რიგი საკითხები, რომლის შესწავლაც უთხოვია სხვადასხვა სტრუქტურებისთვის.
მე არ ვარ ჩახედული ინფრასტრუქტურის ტენდერებში. რამდენადავ ვიცი, ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეულ მიმართულებებზე არის კითხვები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. რაც შეეხება დეტალებს, ვერაფერს გეტყვით“- განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასევე ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში გამოკითხეს.
საქმე სახელმწიფო უწყებებიდან თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებას ეხება.