გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ელჩ დეგნანს: სამწუხაროდ მხარე აღმოჩნდით საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში

22-11-2022

“დიდი ხანია იბადება კითხვები, თუ რატომ არ აკეთებთ მკაფიო განცხადებას იმ აღვირახსნილი კამპანიის წინააღმდეგ, რასაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, თქვენი "NGO"-ები და ადგილობრივი რადიკალები აწარმოებენ თქვენი სახელით”- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ქადაგიძე ამერიკის ელჩის განცხადებას აზიარებს და აღნიშნავს, რომ კრამერი, ფოტიგა, კუბილიუსი, იან კელი, ვოლკერი და სხვანი არა ოლიგარქიის წინააღმდეგ, არამედ რიგითი ოლიგარქ კეზერაშვილის გადასარჩენად იბრძვიან.

 

“უკაცრავად ქალბატონო ელჩო, ფილანტროპი (როგორც თქვენ უწოდებდით) ბიძინა ივანიშვილი არ არის შეყვარებული საქართველოზე და კრამერი გიჟდება? თქვენ ქართული საზოგადოება სულელი ხომ არ გგონიათ? უკვე ისე ხართ არეული ორიენტირებში,რომ რა დროს, რას ამბობთ თქვენვე გერევათ...

 

სამწუხაროდ ჩვეულებრივად მხარე აღმოჩნდით საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში... დიახ, დიდი ხანია იბადება კითხვები, თუ რატომ არ აკეთებთ მკაფიო განცხადებას იმ აღვირახსნილი კამპანიის წინააღმდეგ, რასაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, თქვენი "NGO"-ები და ადგილობრივი რადიკალები აწარმოებენ თქვენი სახელით...

 

თუმცა, რაღა აზრი აქვს კითხვას,როდესაც პოლიტიკურ მხარედ იქეცით! ქართველი ხალხისთვის ბრძოლა არავის მოუგია და ეგ არ დაგავიწყდეთ! კრამერი, ფოტიგა, კუბილიუსი, იან კელი, ვოლკერი და სხვანი არა ოლიგარქიის წინააღმდეგ ,არამედ რიგითი ოლიგარქ კეზერაშვილის გადასარჩენად იბრძვიან... ჰო და "კრემლის სახელმძღვანელოს" როდესაც ახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ვინ აღვივებს ყველაზე მეტად ანტი-დასავლურ განწყობებს საქართველოში!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930