გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ კანონის შესაბამისად გავცეთ კითხვებზე პასუხი

18-07-2018

ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნებისმიერ საგამოძიებო უწყებას აქვს კითხვების დასმის უფლება.
მისივე თქმით, კანონის შესაბამისად ყველა ვალდებულია არსებულ კითხვებს უპასუხოს.
ამის შესახებ ცქიტიშვილმა პროკურატურაში მისი უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ზურაბ ალავიძის დაკითხვის შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„კითხვების დასმის საშუალება და უფლება ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს აქვს და შესაბამისად, ეს იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ რიგით საჯარო პირი, ბუნებრივია, ყველანი ვართ ვალდებულები კანონის შესაბამისად გავცეთ კითხვებზე პასუხი.
ჩემი ამოცანა არაა გამოძიების ჩატარება. მე ეს გამოძიება არც ჩამიტარებია. ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვმუშაობთ იმაზე, რომ პროექტები, რომლებიც დაწყებულია, სწრაფად, წარმატებულად და ხარისხიანად დავასრულოთ. გამოძიება საგამოძიებო ორგანოების ფუნქციაა“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასევე ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში გამოკითხეს.
საქმე სახელმწიფო უწყებებიდან თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებას ეხება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031