18-07-2018
პარლამენტარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატი პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ იყო.
მისივე თქმით, პრეზიდენტს დამატებითი კონსულტაციების გამართვა იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი უმრავლესობას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებოდა.
„ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ ხმა 2016 წელს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მისცა და ხალხის ნების შედეგად აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3-ედს სწორედ ქართული ოცნება წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პირობებში კონსულტაციებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს.
შესაბამისად, პრეზიდენტის გადასაწყვეტი აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატი არ იყო.
ყველა დასავლურ დემოკრატიაში, პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა შესთავაზებს. ამისთვის უბრალო უმრავლესობაც კი საკმარისი იქნებოდა, თუმცა აჭარის უზენაეს საბჭოში უმრავლესობა მისი შემადგენლობის 2/3-ია, რომელიც ერთ კანდიდატზე შეთანხმდა.
პრეზიდენტს დამატებითი კონსულტაციების გამართვა იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი უმრავლესობას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებოდა, ან ვერ ჩამოყალიბდებოდა ერთ კანდიდატზე.
მარგველაშვილის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით არის ილუზიის შექმნის მცდელობა, თითქოს მან გადაწყვიტა ეს საკითხი, არადა გადასაწყვეტი არაფერი იყო“- განაცხადა გაბუნიამ.
19-12-2024
18-12-2024